პოლონეთმა „გაზპრომი“ 7,6 მლრდ დოლარით დააჯარიმა
- მსოფლიო
- 07.10.2020
- 13:05
პოლონეთის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა UOKiK „გაზპრომს“ და კიდევ ხუთ კომპანიას, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობენ, 7,6 მლრდ დოლარით დააჯარიმა.
მარეგულირებელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასევე შეწყდება კონტრაქტების მოქმედება, რომელიც გაფორმებული იყო „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის დაფინანსებისათვის.
ცოტა ხნის წინ UOKiK-მა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მუშაობაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევებზე გამოძიება დაიწყო.
აგვისტოში UOKiK-მა „გაზპრომი“ 50 მლნ ევროთი დააჯარიმა მისი მხრიდან პროექტ Nord Stream 2 -ის მიმართ დაწყებულ გამოძიებაში თანმაშრომლობაზე უარისთვის.