png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მიუღებელია, როდესაც ვაიექსპერტები ცდილობენ, ეპიდემიოლოგიური რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ - გახარია

  • პოლიტიკა
  • 07.10.2020
  • 14:15
მიუღებელია, როდესაც ვაიექსპერტები ცდილობენ, ეპიდემიოლოგიური რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ  - გახარია

როდესაც ვაიექსპერტები, თავის თავში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ, სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საწოლფონდებისთვის 48 მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში საწოლ ფონდების დეფიციტი არ არსებობს და 5000 საწოლი ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში ახალ წლამდე რეზერვი ჰქონდეს.

„ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნა, ერთი საწოლი, ჯდება დაახლოებით 80 000 დოლარიდან 120 000 დოლარამდე. არ ვგულისხმობ რეანიმაციას. ქვეყანაში რომ 5 000 საწოლი ადგილი შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის - ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ ან ელემენტარულ არითმეტიკას მიჰყევით.

ქვეყანაში საწოლ ფონდების დეფიციტი არ არსებობს. მეორე - 5 000 დღეს გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ მუდმივ მზაობაში გვქონდეს 5000 საწოლი ადგილი ახალ წლამდე. ამ ტენდერში სახელმწიფო საავადმყოფოებიც იქნება - ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის კლინიკა და სხვები. 5000 საწოლი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაოდენობა რომ გაიზრდება, ახალ წლამდე დარეზერვებული გვქონდეს. ეს ნიშნავს იმსა, რომ ეს ადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის და ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა კლინიკამ ეს უნდა გაათავისუფლოს და ტავისუფალი უნდა ჰქონდეს ახალ წლამდე. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით 5000 ადგილზე მოგვიწევს გამოცხადება, შემდეგ შეიძლება უფრო ნაკლებზე. ეს არის მუდმივი პროცესი და როდესაც ადამიანები, ვაი ექსპერტები, თავის თავში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ, გადაფარონ, შეაზავონ - თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ. ეს სრულიად მიუღებელია. ეს არის გლობალური პანდემია. ეს ხომ არ არის საქართველოს პრობლემა. როდესაც არის გლობალური გამოწვევა, იმის მაგივრად, რომ შენი რჩევით, ცოდნით, რესურსით მიეხმარო ქვეყანას, მთავრობას კი არა, ქვეყანას, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს, ამის მაგივრად ამის კონვერტირება პოლიტიკურ აქტივში, იმიტომ, რომ სამი კვირის შემდეგ არჩევნებია და შენ გინდა, რომ რომელიღაც დონის დეპუტატი გახდე - ამორალურია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge