png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა - გახარია

  • პოლიტიკა
  • 13.10.2020
  • 16:18
ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა - გახარია

ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მშვიდად, მშვიდობიანად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. ამას ერთად ვაკეთებთ და შემდგომი  4 წელიც ერთად უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენისას, ნინოწმინდაში განაცხადა,

 

პრემიერ - მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს შემდგომი 4 წლის კონკრეტული გეგმა, თუ სად რომელი პროექტი უნდა განახორციელოს.

„დიდი პატივია ჩემთვის დღეს, თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და ნინოწმინდის ხვალინდელ დღეზე, გეგმებსა და მომავალზე საუბარი. საერთოდ, ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მშვიდად, მშვიდობიანად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. ამას ერთად ვაკეთებთ და შემდგომი  4 წელიც ერთად უნდა გავაკეთოთ. შემდგომი 4 წლის განმავლობაში ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, კონკრეტულად ვიცით, სად, რომელი პროექტი რა დროს უნდა დავიწყოთ და როგორ უნდა დავამთავროთ. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, განსაკუთრებით სისტემური ინფრასტრუქტურა არის მოსაყვანი წესრიგში, გზები. ვხედავთ, რომ ახალციხე-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაცია დაიწყო, ნაწილი უკვე დასრულდა, შემდგომი ლოტი უკვე გამოცხადებულია და გაგრძელდება. ყველაფერი რაც  დაკავშირებულია სისტემურ ინფრასტრუქტურასთან ეტაპობრივად, სრულად წესრიგში უნდა მოვიყვანოთ ისე, რომ ადამიანებისთვის დიდი სხვაობა არ იყოს, თუ სად ცხოვრობენ ისინი, თბილისში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმსა თუ რუსთავში. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი,"- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი წუთით, არც ერთი დღით, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა არ გაჩერებულა. მისივე თქმით, გრძელდებოდა როგორც გზების მშენებლობა, ისე სკოლების და საბავშვო ბაღების რემონტი, აგრეთვე ყველა ის სამუშაო, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იცხოვრონ ღირსეულად.

„პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი წუთით, არც ერთი დღით, სისტემური ინფრასტრუქტურული მუშაობა არ გაჩერებულა და ჩვენ ვაგრძელებდით როგორც გზების მშენებლობას, სკოლების და საბავშვო ბაღების რემონტს, ასევე ყველა იმ სამუშაოს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იცხოვრონ ღირსეულად. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნინოწმინდისთვის პირველ რიგში დგას ისეთი პრობლემები, როგორიც არის წყალმომარაგება. ვიცით, რომ აუცილებელია, დავიწყოთ და საბოლოოდ დავასრულოთ გაზმომარაგების საკითხი, რათა ნორმალური პირობები იყოს აქ ცხოვრებისთვის, თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაგალითად საირიგაციო სისტემის წესრიგში მოყვანის თვალსაზრისით გარკვეული მიღწევები უკვე არის და რეაბილიტაციის შედეგად, ნინოწმინდაში 4 ათასამდე ჰექტარი უკვე ირწყვება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნინოწმინდელი მშრომელი გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, რომელიც სხვა ადამიანებისთვის შექმნის სამუშაო ადგილებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნინოწმინდის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვავითაროთ. ფარავნის ტბა, ფოკას დედათა მონასტერი - ეს ის ადგილებია, სადაც საერთაშორისო ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ, როგორ ვითარდება ჩვენი კუთხე და რა ისტორიული მემკვიდრეობის მატარებლები ვართ ჩვენ ყველანი აქ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და ამისთვის საჭიროა არჩევნებში გამარჯვება. გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება" ღირსეულად და სამართლიანად მოიგებს არჩევნებს.

„ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავაგრძელოთ ერთად, ამისთვის გვჭირდება რა თქმა უნდა არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ არჩევნებს ღირსეულად, სამართლიანად მოვიგებთ და გავიმარჯვებთ, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს არჩევნებში გამარჯვება, ღირსეულად გამარჯვება ვინმემ რაღაცა პატარა პროვოკაციით არ დაგვიჩრდილოს. ამიტომ მეტი მოთმინება უნდა გვამრთებდეს, არ გვჭირდება ჩვენ პროვოკაციები დღეს ისეთი მხარდაჭერა გვაქვს და ისეთი კანდიდატი გვყავს. სამველ მანუკიანი არის ამ რეგიონის, ამ კუთხის  ღირსეული შვილი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული კანდიდატი, თქვენი ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ამიტომ წყნარად, მშვიდად, სულ ცოტა დრო დარჩა და 31 ოქტომბერს გამარჯვებას გისურვებთ,"- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge