საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- საზოგადოება
- 15.10.2020
- 11:09
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1440-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 7367 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 113.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1042, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200