ყარაბაღში სულ მცირე 52 სირიელი მებრძოლი დაიღუპა - Washington Post
- მსოფლიო
- 15.10.2020
- 12:44
სულ მცირე 52 სირიელი დაქირავებული მებრძოლია დაღუპული მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შედეგად. ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მებრძოლების ცხედრები ოჯახებს თურქეთ-სირიის საზღვარზე გადაეცათ.
„მოკლულები დაქირავებული მებრძოლები იყვნენ, რომლებიც სირიაში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ფორმირებებმა გადაიბირეს, რათა აზერბაიჯანის მხარეს, სომხეთის წინააღმეგ ებრძოლათ“, - ციტირებს გამოცემა დაღუპულის ერთ-ერთ ნათესავს.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, სირიელი მებრძოლების სიკვდილი კონფლიქტში გარე ძალების ჩართვის საფრთხეს ქმნის, მათ შორის თურქეთის. ამასთან, პოტენციურად დესტაბილიზაციას უქმნის მეზობელ ქვეყნებს - საქართველოსა და ირანს.