png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა

  • საზოგადოება
  • 18.01.2016
  • 14:32
სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“  მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ შპს „ლოჯიკ გრუპის“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სპორტის სასახლესა და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ საინვესტიციო სამუშაოები დაათვალიერა.  პროექტის ფარგლებში დღეს გაიხსნა სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“  მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლის რეაბილიტაციაც ორი თვის წინ დაიწყო.

„სპორტის სასახლის“ 100%-იანი  წილი  30 წლის ვადით - საინვესტიციო  ვალდებულებით  შპს „ლოჯიკ გრუპს“ 2007 წელს გადაეცა. 

„შპს „ლოჯიკ გრუპთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შენობის მიმდებარედ  საზოგადოებრივი სივრცის მოწყობას.  ასევე ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული სპორტის სასახლის ადაპტირება   შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.   გასულ წელს თბილისის  მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ლოჯიკ გრუპს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შესაბამისი სამუშაოები გასულ წელსვე დაიწყო.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის განცხადებით: ეს არის ძალიან კარგი მაგალითი მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის თანამშრომლობის. კერძო სექტორს, რომელსაც მმართველობაში აქვს აღებული მუნიციპალური ქონება მოაწყო საზოგადოებრივი სივრცე. ასევე ჩვენი ინიციატივით მოხდა სპორტის სასახლის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ცენტრალურ შესასვლელში დამონტაჟდა პანდუსი, დარბაზში მოეწყო აივანი ეტლით მოსარგებლე მაყურებლებისთვის, გაკეთდა ორი ადაპტირებული სველი წერტილი, უკანა შესასვლელში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დამონტაჟდა ჰიდრავლიკური ამწე (პლატფორმა). ეს არის კარგი დასაწყისი და მაგალითი სხვა ადმინისტრაციული თუ მართვაში მყოფი შენობების რეაბილიტაციის.“

შპს „ლოჯიკ გრუპს“ ამ დროისთვის განხორციელებული აქვს  სამი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ხელშეკრულების თანახმად  შპს „ლოჯიკ გრუპმა“ სულ ჯამში უნდა განახორციელოს ხუთი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.

გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის  მშენებლობა დაიწყო 1957 წელს და  დასრულდა 1961 წელს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge