კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, 198 კი იმერეთში გამოვლინდა
- საზოგადოება
- 16.10.2020
- 11:15
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 – თბილისში.
„დღეისათვის ყველაზე მეტი შემთხვევა – 342 ისევ აჭარაშია. თბილისში ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეს ცოტათი შემცირდა და 277 შეადგინა. იმერეთში დაფიქსირდა 198 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, გურიაში – 11, შიდა ქართლში – 12, ქვემო ქართლში – 3, მცხეთა-მთიანეთში – 10, კახეთში – 7, სამცხე – ჯავახეთში – 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 246 და გარდაიცვალა 11 პაციენტი.