საქართველოში კორონავირუსით 30 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 21.10.2020
- 12:04
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსს ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 30 წლამდე ასაკის პირი ემსხვერპლა, - განაცხადა დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
"სამწუხაროდ, დღეის დილისთვის გარდაცვლილია 14 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში. არის ბათუმი, ქუთაისიც, თბილისიც. რაც შეეხება ასაკს, ძირითადად არის ხანდაზმული, თუმცა, სამწუხაროდ, ერთი გვაქვს ახალგაზრდა ასაკი, 30 წლამდე. ვერ გეტყვით მიზეზებს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი 1351 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200