ლაგოდეხში ქალი ცივი იარაღით დაჭრეს
- სამართალი
- 21.10.2020
- 14:36
ლაგოდეხში შუახნის ქალს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა სოფელ უზუნთალაში გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობა მუცლის არეში უცხო მამაკაცმა დანით მიაყენა. ინციდენტისას ქალი ეზოში იმყოფებოდა.
დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს. ექიმის თქმით, მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია, უკვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე საათში დატოვებს.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200