png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა - სალომე ზურაბიშვილი

  • საზოგადოება
  • 21.10.2020
  • 15:21
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა - სალომე ზურაბიშვილი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც იყო თავის დროს 1918 წელს, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა. მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს, აქ იბადება ახალი საქართველო.

საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იქნება მსოფლიოს მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, ახალგზარდამ მიიღოს უმაღლესი დონის განათლება ზუსტ და ტექნიკურ მეცნირებებში, რომელიც მას აძლევს და მისცემს შესაძლებლობას, იყოს სრულფასოვანი წევრი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების და მისი ავანგარდის.

ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა პანდემიის და გლობალური კრიზისის დროს არ არის მარტივი საქმე და არის სამაგალითო საქმე. ამას სჭირდება გამბედაობა. ასეთ ნაბიჯს სჭირდება რწმენა მომავლისა, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისა და ხვალინდელი დღისა.

ეს იმ გამძლეობის და გამბედაობის გაგრძლებაა, რომელმაც მოგვიყვანა დღემდე. შემთხვევით არ არის, რომ ეს ხდება ქუთაისში. ქუთაისი ეს არის არამხოლოდ კოლხეთის დედაქალაქი და საქართველოს ჭეშმარიტი ინტელექტუალური ცენტრი, ქუთაისი ეს არ არის მხოლოდ გელათის აკადემია, მაგრამ ეს არის გელათის აკადემია. ქუთაისმა ქართველი ერის განათლების მისიას ყველა ეპოქაში წარმატებით გაართვა თავი.

გასულ საუკუნეს, ქუთაისში თავმოყრილი ინტელექტუალური ძალების გადმოსვლამ თბილისში განაპირობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება.

დღეს, ქუთაისს ელის და ევალება ახალი მისია - ქვეყანაში, რეგიონში და მსოფლიოში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთის ახალგაზრდისთვის. მათ აქ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოქალაქედ.

მე მჯერა, ასევე რომ ეს უნივერსიტეტი იქნება ამ რეგიონში ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან და ამ ორ, ჩვენთვის ძვირფას ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება, რამეთუ კეთილმეზობლობა არის ჩვენი ქვეყნების, კავკასიონის რეგიონის ერების ბედისწერა და ამას წინ ვერაფერი და ვერავინ დაუდგება.

ქუთაისი სწორედ თავისი საზოგადოებით, წარსულით ქალაქური კულტურით, გახსნილობით, სითბოთი და განუმეორებელი იუმორით იქნება ადგილი, სადაც დაიწყება ახალი მშვიდობიანი კავკასიის ისტორია.

დღეს აქ იბადება მშვიდობიანი, განათლებული, კულტურული საქართველო და კავკასია, რომელსაც უნარი შესწევს გლობალურ მსოფლიოში საკუთარი ადგილი დამკვიდრებისა.

არის ქვეყნის ისტორიაში სხვადასხვა ეტაპები, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგელობა გადადის მეცენატებზე და მათ პრიორიტეტებზე. ჩვენი არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენს ისტორიაში მსგავსი მეცენატობისა, როცა ერთი ადამიანის ხედვამ განაპირობა ათწლეულობით საქართველოს წარმატება მთელი რიგ დარგებში, ჩვენი კულტურისა და განათლების განვითარება დიდწილად მათზე იდგა. დღეს სწორედ მსგავსი ფაქტის თანაზიარნი ვართ. მადლობა მინდა მოვახსენო ივანიშვილების ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისთვის, ფონდ ქართუს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშვილიშვილო საქმეში.

ვულოცავ ქუთაისს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს შენაძენს. დაე ეს უნივერსიტეტი ყოფილიყოს ახალი გელათი ქართული კულტურისა და მეცნიერებისათვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge