png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არ შეიძლება, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 37.7, წამოგორდეს ინფექციური საავადმყოფოს პალატაში - გახარია

  • საზოგადოება
  • 21.10.2020
  • 17:30
არ შეიძლება, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 37.7, წამოგორდეს ინფექციური საავადმყოფოს პალატაში - გახარია

არ შეიძლება, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 37.7, წამოგორდეს ინფექციური საავადმყოფოს პალატაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას თქმით, საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება, ესენი არიან პირველ რიგში, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები და ისინი, ვისაც სწრაფად უმძიმდება ვირუსი.

"ყველგან, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მსუბუქი და უსიმპტომო ფორმები იმართება სახლიდან. იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ, სახლში მკურნალობასა და საავადმყოფოში მკურნალობას შორის გავაჩინეთ ბუფერი, რასაც ვეძახით კოვიდ-სასტუმროს. ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, სახლში , იზოლირებულად მკურნალობა გაიაროს. ის მსუბუქი, საშუალო ან უსიმპტომოა, მაგრამ იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეთია, რომ რამდენიმე თაობა ვცხოვრობთ ერთად. ჩვენ ჩავთვალეთ, იმისთვის, რომ ჩვენი ხანდაზმული მოხუცები არ დავაყენოთ ინფიცირების რისკის ქვეშ, ვისაც ამის სურვილი ექნება და არ აქვს შესაძლებლობა, იზოლირებულად ბინაზე იმკურნალოს, გავიყვანოთ კოვიდ-სასტუმროში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვუმკურნალოთ. საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება. საავადმყოფოში მკურნალობა უნდა გაიარონ ფეხმძიმე ქალბატონებმა, ხანდაზმულებმა, ქრონიკული დაავადების მატარებლებმა და ა.შ. არ შეიძლება, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, წამოგორდეს ინფექციური საავადმყოფოს პალატაში, ეს უპასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენივე თანამოქალაქეს, ვისაც ეს უფრო სჭირდება, იმის ადგილს ვიკავებთ ისე, რომ ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge