ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, არის ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლის მონაწილე - ბონდო მძინარაშვილი
- საზოგადოება
- 21.10.2020
- 21:45
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა ბონდო მძინარაშვილმა ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმას "ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლს" უწოდა. მან ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა.
"მომისმინეთ!
ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, არის ამ ტერორ-სპექტაკლის მონაწილე!
დააკვირდით, როგორმა სიმშვიდემ დაისადგურა ბანკის შენობაში!
დააკვირდით, როგორ მშვიდად სხედან თავჩარგულები!
რომელს ეტყობა შიში? - არცერთს!
ამიტომ, ნუ ღელავთ:
არავინ არავის არ მოკლავს!
ყველა ერთმანეთს იცნობს, - ნიღბიანიც და უნიღბოც!
ისინი, ვისი მონაწილეობაც ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლის დადგმის დროს არ იყო გათვალისწინებული, უკვე გამოუშვეს!
ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი ტერორისტული ვინეგრეტით!
ეს არის სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი! - წერს მძინარაშვილი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200