png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაანადგურა და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.10.2020
  • 14:41
 საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაანადგურა და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, შეუძლებელია მოხდეს ოდნავი მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში.

"ასეთი რამ არასოდეს არ იყო წარმოსადგენი საქართველოში, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენს დროს აღარ ვლაპარაკობ. ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი და რითი არის დაკავებული პოლიციის თანამშრომლები და სუსი? იმის მაგივრად, დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება, სხედან შტაბებში ივანიშვილის დავალებით, წინ უდევთ სიები მოქალაქეების, ბიზნესმენების და დაკავებული არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მთელი პოლიცია და სუსი ზუგდიდში გადართული იყო იმაზე, რომ გაეკონტროლებინა ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი აქცია და "არ ეცალა მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად".

"გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე, იარაღით, როგორც ამბობენ გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში ისე რომ არავინ გზასი არ გააჩერა, რატომ? იმიტომ რომ იქ იყო დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის მრავალათასიანი აქცია და მთელი სუს-ი და პოლიცია გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე, "მარშუტკა" არავის არ წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ აღარ ეცალათ ნამდვილად მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და არ ეცალათ კრიმინალისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ეს არის წარმოდუგენელი რამ, ეს არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ყველგან აქვთ დაუცველობის განცდა, ეს არის სრული დაუცველობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ფინანსური კუთხით, არამედ ფიზიკური დაუცველობის განცდა", - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში, რადგან ის, რაც გუშინ მოხდა, ბევრად უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს.

"ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი ეს პერიოდი მოგვიწოდებდა, გაგებით მოვკიდებოდით კრიმინალს, ეს ყველაფერი გააკეთა იმან, ვინც მოვიდა რამდენიმე თვის ბავშვის მკვლელობით ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი უნდა ლოგიკურად დასრულდეს რამდენიმე დღეში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც მოხდა გუშინ, მიიღებს ბევრად უფრო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ, საქართველო ამას არ დაუშვებს, ქართველი ხალხი იმსახურებს ნორმალურ პირობებში ცხოვრებას", - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge