ამერიკელმა ასტრონავტმა პრეზიდენტის არჩევნებზე ხმა კოსმოსიდან მისცა
- მსოფლიო
- 23.10.2020
- 15:20
ამერიკელმა ასტრონავატმა ქეით რუბინსმა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება, კოსმოსიდან აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმა მისცა. ამის შესახებ რუბინსი Twitter-ზე წერს.
„დღეს ხმა მივეცი“, - იუწყება რუბინსი. ის პოსტთან ერთად აქვეყნებს ფოტოს კაიუტის ფონზე, სადაც კიდია სახუმარო ტაბლო „კენჭისყრის კაბინა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება. ვადამდელი კენჭისყრა რამდენიმე შტატში უკვე დაიწყო.