png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ორ ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა

  • სამართალი
  • 24.10.2020
  • 12:14
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ორ ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორ ბრალდებულს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"2020 წლის 23 ოქტომბერს covid-19 დაუდგინდა N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს, გ.კ.-ს (დაწესებულებაში მოთავსებულია 2020 წლის 12 ოქტომბერს) და დ.ტ.-ს (დაწესებულებაში მოთავსებულია 2020 წლის 11 ოქტომბერს ).

მოცემული პირები, როგორც ახალდაკავებული პატიმრები N8 დაწესებულების საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში იყვნენ განთავსებულები.

პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან მიმღები პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შერევა. სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი ორ პირს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია.

აღსანიშნავია, რომ 23 ოქტომბერს ჯამში N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულმა 30 პატიმარმა გაიარა PCR ტესტირება და ორის გარდა ყველა პასუხი უარყოფითი იყო, მათ შორის ორი ინფიცირებული პატიმრის თანამესაკნეების (სულ ოთხი პირი). პრევენციის მიზნით, ინფიცირებული პატიმრების ოთხივე თანამესაკნე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები, სადაც 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი ე.წ. მიმღებ დაწესებულებაში (N8 დაწესებულება) გადაყვანა.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი საკარანტინო სივრცეში ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან, ამასთან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ყოველ მესამე დღეს ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.


საკანს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება),"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge