პოლონეთის პრეზიდენტს COVID-19 დაუდასტურდა
- მსოფლიო
- 24.10.2020
- 12:19
პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას COVID-19 დაუდასტურდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.
"გუშინ პრეზიდენტმა კორონავირუსის ტესტი გაიკეთა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მუდმივ კავშირში ვართ საჭირო სამედიცინო სამსახურებთან", - წერს პრეზიდენტის პრესსპიკერი ბლაზეი სპიხალსკი სოციალურ ქსელში.