საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი
- საზოგადოება
- 30.10.2020
- 11:24
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 37263-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 37263 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 19810 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 285.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3070 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 2324, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4200.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200