png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა - კალაძე

  • პოლიტიკა
  • 31.10.2020
  • 21:30
 ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა - კალაძე

წინასწარი მონაცემები უკვე დაფიქსირებულია და ცხადია, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ.

"პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა. ვინაიდან დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა. მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც საკმაოდ უჩვეულო, პანდემიის პირობებში წარმატებით გაართვა თავი საარჩევნო პროცესის გამართულ ორგანიზებას. ამავდროულად მსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე მუშაობდა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ნების გამოხატვა სათანადოდ უზრუნველყო. მადლობა ადგილობრივ და უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებს და ყველას, ვინც მორიგი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში საკუთარი წვრილი შეიტანა", - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

"დღეს თქვენ აირჩიეთ საქართველოს ევროპული მომავალი, თქვენი და თქვენი შვილების ნათელი მომავალი, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. თქვენ აირჩიეთ ჩვენი, ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობების ოცნება, რომ საქართველომ ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. მადლობა ნდობისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge