არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება - სააკაშვილი
- პოლიტიკა
- 01.11.2020
- 11:16
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook-გვერდზე არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის ფოტოს აქვეყნებს:
"საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება", - წერია სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე.
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგებს არ ეთანხმება და არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.
