კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 532 თბილისში, 392 იმერეთში, 369 კი აჭარაში დაფიქსირდა
- საზოგადოება
- 01.11.2020
- 11:44
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან 2 413 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოვლინდა 1 791 ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 25 104.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 335-ს შეადგენს.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 007 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი. ინფიცირებულთაგან 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 870 კი ბინაზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200