საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 01.11.2020
- 11:45
საქართველოში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 335-ს შეადგენს.
ამასთან, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი 1 791 შემთხვევიდან, 532 შემთხვევა თბილისში, 369 – აჭარაში, 392 – იმერეთში გამოვლინდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღეის მდგომარეობით, 2 413 პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან.
ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ 19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 40 727-ს შეადგენს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200