პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ დაიძრნენ
- პოლიტიკა
- 01.11.2020
- 18:51
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქცია დასრულდა. დემონსტრანტები მშვიდობიანი მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან, რის შემდეგაც დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდება.
ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე 1 კვირის შემდეგ ისევ შეიკრიბება, სადაც ლიდერები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ საპროტესტო აქციებმა ყოველდღიური ხასიათი მიიღოს.