ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 1696 ადამიანი გამოჯანმრთელდა
- საზოგადოება
- 02.11.2020
- 11:32
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 1696 ადამიანი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 696 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 342-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 პირი. ინფიცირებულთაგან 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 882 ბინაზე, ხოლო 2 236 არის კოვიდსასტუმროში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200