ვენაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- მსოფლიო
- 03.11.2020
- 22:50
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ვენაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ორშაბათს, 2 ნოემბერს, საღამოს უცნობმა პირებმა ვენის ცენტრში თავდასხმების სერია განახორციელეს. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე სინაგოგა გახდა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ტერორისტი. 20-ზე მეტი კი დაიჭრა. ავსტრიის ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.
სამართალდამცველებმა გაანადგურეს ერთ-ერთი ტერორისტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. ავსტრიის შს მინისტრმა კარლ ნეხამერმა განაცხადა, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე იყო.
დანარჩენი თავდამსხმელები მიიმალნენ. მედიის ცნობით, თავდასხმებში დაახლოებით შვიდი ადამიანი მონაწილეობდა.