საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირი დააკავეს
- სამართალი
- 04.11.2020
- 22:20
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული.
მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ოქმების განხილვის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეებს, ოპოზიციის აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200