კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 044 თბილისში გამოვლინდა
- საზოგადოება
- 06.11.2020
- 11:15
დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან 1 044 თბილისში, 503 აჭარაში, იმერეთში კი 526 გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში - 503, იმერეთში - 526, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში - 177, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8", - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525. 4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 279, აჭარაში - 734. მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში - 336, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი - მათ შორის, თბილისში - 124, აჭარაში - 79. 2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 - აჭარაში, ხოლო 841 - თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 689, აჭარაში-1 353.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 445 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 146 პირი, აჭარაში - 13 764, იმერეთში - 4 15.