მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 50 მილიონს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 08.11.2020
- 21:24
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 50 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 50 052 204-ს შეადგენს, გარდაიცვალა 1 253 110 პაციენტი.