png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მე, ნიკა მელია და რამდენიმე ლიდერი რომ არ ვყოფილიყავით, სისხლი დაიღვრებოდა - ალეკო ელისაშვილი

  • პოლიტიკა
  • 09.11.2020
  • 19:57
მე, ნიკა მელია და რამდენიმე ლიდერი რომ არ ვყოფილიყავით, სისხლი დაიღვრებოდა - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ახლა ცესკოსთან მოლაპარაკებები დაგვიანებულია.

როგორც ელისაშვილი ამბობს, გუშინ ოპოზიცია ცესკოსთან მოლაპარაკებას სიტყუციის განმუხტვისთვის ითხოვდა.

"ამ ღარიბ, ამ ღატაკ, ამ გასაცოდავებულ ქვეყანას, რომელიც კორონას გამო კიდევ უფრო გაღარიბდა, ასეთ ქვეყანას კიდევ ასეთი პოლიტიკური კრიზისი უნდა?! კიდევ ასეთი ჯანჯღარი უნდა?! ნამუსი არ აქვთ იმ ხალხს ხელისუფლებაში?! თამარ ჟვანიას ნამუსი არ აქვს?! შეიძლება ასე ჩაბღაჭებული იყო ამ ყველაფერს? შეიძლება ისეთი განცხადება გაავრცელო, ცესკომ რომ გაავრცელა, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, ბიჭო გაერო ხარ შე დალოცვილო, ეუთო ხარ?! ვინა ხარ, რა მოლაპარაკება. ცესკოს ხელფასს ვუხდით, უზარმაზარ ფულს ვიხდით იმაში, რომ არჩევნები ჩაატაროს და ხმები დაითვალოს.

გუშინ მოლაპარაკებას ვითარების განმუხტვისთვის ვითხოვდით იქ, ისეთი ამბები ხდებოდა. უსინდისო ვიყო, მე, ნიკა მელია და კიდევ რამდენიმე ლიდერი რომ არ ვყოფილიყავით, ძალიან დიდი სისხლი დაიღვრებოდა. აქეთა მხრიდანაც იყვნენ ძალიან ეგზალტირებული ბიჭები, იქიდანაც ის სპეცრაზმელები, რომლებიც თავს ძლივს თოკავდნენ. იყო არმატურების და ქვების სროლა, იქიდან წლის ჭავლი, მერე მოემატა ნასვამი ხალხი, ჩვენ ძლივს ვაკავებდით. ცესკოსთან რა გვაქვს მოსალაპარაკებელი”, - განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge