აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ რუსული ვერტმფრენი მი-24 ჩამოაგდო
- მსოფლიო
- 09.11.2020
- 21:30
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა აღიარა, რომ რუსული ვერტმფრენი მი-24 შემთხვევით ჩამოაგდო.
დღეს სომხეთში რუსული ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელსაც რუსული 102-ე ბაზის ავტოკოლონა მიყვებოდა, ხმელეთიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ცეცხლში მოექცა.
უწყების ინფორმაციით, სომხეთის საჰაერო სივრცეში, დასახლებულ პუნქტ ერასხთან, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის (აზერბაიჯანი) საზღვართან, მი-24-ს ცეცხლი გაუხსნეს. ვერტმფრენი სომხეთის მთიან ადგილზე ჩავარდა.