png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას - მეუფე იოანე

  • საზოგადოება
  • 10.11.2020
  • 12:00
ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას - მეუფე იოანე

ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას , - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ძალები ეკლესიას დევნიან და ერში შფოთი და დაპირისპირება შემოაქვთ.

"დღეს თითქოს სასტიკი მწამებელი არ ჩანს, მაგრამ დღეს სხვანაირი დევნაა ეკლესიისა და ცხადია, რომ აუცილებლად ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას და აუცილებლად უნდათ, რომ რაიმე გამონახონ ისეთი, რომ ცილი დასწამონ. ზოგს იგონებენ, ზოგს თხზავენ, ზოგს დაამონტაჟებენ. ეს დევნაა.

ცილისწამებაც მოწამეობაა, რომ ჩვენ ამას ვითმენთ და შენდობას ვითხოვთ მათთვის, იმიტომ, რომ არ იციან რას აკეთებენ. ასე, რომ გრძელდება დევნა ეკლესიისა და გაგრძელდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, მაგრამ უფალმა გვითხრა ჩვენ და მოწაფეებს, "ნუ გეშინიათ სამწყსოვ მცირევ, რამეთუ ღმერთმა ინება თქვენთვის მოცემა მადლისა" და "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ეკლესიას". აი, სწორედ ეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი კი ცდილობენ, მაგრამ მარცხდებიან ყოველთვის ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ჩვენთან არს ღმერთი. ესეც ბრძოლაა, რომ შფოთი შემოიტანონ ხალხში. დღეს აპირებენ ხომ რაღაც ქალაქში გამოსვლას?! ყველამ სახლში ვილოცოთ, რომ მშვიდობით დასრულდეს ეს ყველაფერი და ეს საბაბი არ იყოს დაპირისპირებისა ერში, რომ არ გამრავლდეს ჩვენს შორის სიძულვილი, მტრობა, შუღლი, არამედ იყოს მშვიდობა, ერთობა და წყალობა," - განაცხადა მეუფე იოანემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge