მოსამართლემ ნოდარ რუხაძეს 1 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, გიორგი მჟავანაძეს კი 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
- სამართალი
- 11.11.2020
- 23:28
მოსამართლე თამარ მეშველიანმა სირცხვილიას ორ აქტივისტის ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის განაჩენი გამოაცხადა. მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ნოდარ რუხაძე კი 1 500 ლარით დაჯარიმდა.
გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე სამართალდამცველებმა 9 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანისთვის დააკავეს და ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს.
რუხაძე და მჟავანაძე დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200