png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

დიალოგს არ აქვს ალტერნატივა - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 12.11.2020
  • 10:47
დიალოგს არ აქვს ალტერნატივა - გიორგი გახარია

დღეს პოლიტიკური პროცესის შეფასება სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ჩვენ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემეირ-მინისტრმა გიორგი გახარიმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება.

„დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედებებს, რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში და ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი, პასუხისმგებლობისა ქვეყანასა და ქვეყნის მომავალზე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ, გააკეთა მაშინ, როდესაც რეგიონში მძვინვარებდა ფართომასშტაბიანი ომი, მაშინ როდესაც პანდემია სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს, მაშინ როდესაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო და უფრო მძიმდება და ეს ყველაფერი იყო პირდაპირ გამიზნული მესიჯი ჩვენი თითოეული პოლიტიკოსისა და პოლიტიკური ძალისთვის, რომ ერთად მოუარეთ ქვეყანას და ერთად იპოვეთ კრიზისებიდან გამოსავალი ამ გამოწვევებით სავსე ეპოქაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, სწორედ, ეს არის ის ძირითადი პასუხისმგებლობის მანდატი, რომლითაც 9 პოლიტიკური ძალა საქართველოს მოქალაქემ აღჭურვა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ რაც დღეს ყველაზე უფრო გვჭირდება, ეს არის მდგრადი პოლიტიკური პროცესი, იმისთვის, რომ საქართველოს ამბიციური გეგმა - ევროპული გეგმა განვახორციელოთ და გავაგრძელოთ ამ გეგმის შესრულება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საარჩევნოც და არჩევნების შემდგომი პროცესიც საქართველოს შემდგომი დემოკრატიული გაძლიერებისთვის უნდა იყოს. ყველა ძალას, მმართველსაც, ოპოზიციასაც, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო, პირველ რიგში ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს, რა თქმა უნდა, არ აქვს ალტერნატივა. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში, როდესაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და რაც მთავარია, ყველამ ერთად ეფექტურად და შედეგიანად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპისკენ, მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ, რადგან ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ სპექტრს ეს ძალიან კარგად ესმის და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, სწორად გაიგოს ჩვენი მოქალაქის ეს მესიჯი და სწორედ გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge