საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება - ცესკო
- პოლიტიკა
- 13.11.2020
- 23:31
საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. არჩევნები 17 ოლქში ჩატარდება, მათ შორის, თბილისის ყველა ოლქში.
ცესკოს ინფორმაციით, 100% დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: ქართული ოცნება - 48,22%, ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 27,18%, ევროპული საქართველო - 3.79%, ლელო – 3,16%, პატრიოტთა ალიანსი – 3,14%, სტრატეგია აღმაშენებელი –3,15 %, გირჩი – 2,89%, ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები – 1,33%, ლეიბორისტული პარტია – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს.
ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.