ყარაბაღში ესკალაციის განახლებიდან 2 317 სომეხი სამხედრო დაიღუპა
- მსოფლიო
- 14.11.2020
- 17:09
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივან ალინა ნიკოგოსიანის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ესკალაციის დაწყებიდან - 27 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე 2 317 სომეხი სამხედრო დაიღუპა.
„დღემდე ჩვენმა სასამართლო-სამედიცინო სამსახურმა ჩაატარა 2 317 სამხედრო მოსამსახურის ცხედრის ექსპერტიზა. მათი ნაწილის იდენტიფიცირება ვერ დგინდება. მოწინააღმდეგის მხარეს დარჩენილი სამხდროების ცხედრების გაცვლა ახლახან დაიწყო და დაპირიპირებული მხარეები ამ მომენტისთვის არ ფლობენ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ მონაცემებს“, - წერს ნიკოგოსიანი Facebook-ზე.
ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაღუპულია 1 382 ადამიანი.