იაპონიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 733 შემთხვევა გამოვლინდა
- მსოფლიო
- 14.11.2020
- 20:54
იაპონიაში მესამე დღეა ზედიზედ კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის 1 733 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას იაპონიის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
იაპონიაში საერთო ჯამში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 117 900-ს შეადგენს, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 3 ადამიანი. ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსით 1 901 ადამიანია გარდაცვლილი.