primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ვაშინგტონში ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დანით დაჭრეს

  • მსოფლიო
  • 15.11.2020
  • 12:16
ვაშინგტონში ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დანით დაჭრეს

ერთი ადამიანი დანით დაჭრეს ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

გუშინ ტრამპის მომხრეებმა აშშ-ის დედაქალაქში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მხრადამჭერი აქციები გამართეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა რაზმები.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე თეთი სახლის აღმოსავლეთით, ხუთ კვარტალში დაპირისპირება მოხდა ტრამპის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. გავრცელებული ცნობით, ტრამპის მომხრეები შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით.

დაპირისპირებული ჯგუფები პოლიციის მისვლამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩხუბობდნენ. როგორც გამოცემას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა აცნობეს, ჩხუბის დროს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს 20 წლის მამაკაცს, რომელიც სერიოზული დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე 10 ადამიანი. არეულობების შედეგად დაშავდა ორი ოფიცერიც.

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.

იმის მიუხედავად, რომ ჯო ბაიდენი გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ტრამპი ჯერ კიდევ არ აღიარებს მისი დემოკრატი მეტოქის გამარჯვებას.

შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ სულ მცირე 2.7 მილიონი ხმა "მოპარეს".

შეერთებული შტატების ფედერალური არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების განცხადებით, 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნები "ამერიკის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო" იყო.

მათი განცხადებით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ხმის მიცემის რომელიმე სისტემამ წაშალა, დაკარგა ან შეცვალა ხმები, ან რაიმე ფორმით იქნა კომპრომეტირებული.

ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ბიუროს (CISA) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

CISA-ს განცხადებით, მიუხედავად არაერთი დაუსაბუთებელი ბრალდებისა, სრულიად არინ დარწმუნებულნი, რომ არჩევნები ჩატარდა უსაფრთხოდ და სამართლიანად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge