ბათუმში მიმდინარე აქცია „ლელოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს
- პოლიტიკა
- 15.11.2020
- 19:04
ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს. პარტიაში აქციის დატოვებასთან დაკავშირებით, განცხადება არ გაუკეთებიათ. აქცია მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც დატოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პლაკატები წარწერით - "მიშა ჩამოდი" გახდა მიზეზი, რის გამოც „ლელოს“ წევრებმა აქცია დატოვეს.
თბილისის პარალელურად, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ბათუმშიც რამდენიმე დღეა, აპროტესტებენ.