ჩინეთში პიროტექნიკის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 20.01.2016
- 13:51
სამი ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა ჩინეთის აღმოსავლეთით პიროტექნიკის ქარხანაში მომხდარი აფეთქებისას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
აფეთქების შემდეგ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ 21 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომლებიც საერთო საცხოვრებელიდან გამოღწევას ვერ ახერხებდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200