გლდანში ნიკა მელიას ოფისი დაწვეს
- სამართალი
- 16.11.2020
- 11:31
გლდანში გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.
როგორც ენმ-ში განაცხადეს, დაახლოებით 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დამწვარია ოფისის ნაწილი.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფოტო: ფორმულა
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200