მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 55 მილიონს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 17.11.2020
- 13:40
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მინაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 55 055 418-ს შეადგენს, გარდაიცვალა 1 327 500 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 35,3 მლნ ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული ინფექციის COVID-19-ის აფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.