primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ქვედა ნამახვანჰესზე სამუშაოები ნებართვის საფუძველზე ხორციელდება - ENKA Renewables

  • საზოგადოება
  • 17.11.2020
  • 20:40
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ქვედა ნამახვანჰესზე სამუშაოები ნებართვის საფუძველზე ხორციელდება - ENKA Renewables

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია ENKA Renewables (შპს „ენკა რინიუებლზ“) საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

«გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ნებართვასთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ქვედა ნამახვან ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება. 

ქვედა ნამახვანი ჰესის პროექტის ფარგლებში კომპანია ENKA Renewables 2020 წლის მაისიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსამზადებელ სამუშოებს ახორციელებს. ეს პროცესი ხორციელდება 2020 წლის 22 აპრილს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ნებართვით განსაზღვრულ ფარგლებში (სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ნებართვა №60-04) და მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც კომპანიის საკუთრებაში ან მფლობელობაშია.

ხსენებული ნებართვის თანახმად, კომპანიას ნება დაერთო, ეწარმოებინა მოსამზადებელი რიგის და მიწის სამუშაოები. ამავდროულად, განისაზღვრა, რომ 2022 წლის მარტამდე მას უნდა წარედგინა მიწის საჭირო ნაკვეთებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო 2021 წლის აპრილამდე  - დეტალური პროექტი საექსპერტო დასკვნებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ნებართვით დასაშვებია დეტალური პროექტის ეტაპობრივად წარდგენა, თითოეული სტრუქტურის მიხედვით. ამ ეტაპზე წარდგენილი და შეთანხმებულია სადერივაციო გვირაბის დეტალური პროექტი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური წერილის თანახმად, «სააგენტოს თავმჯდომარის Nმ - 429 ბრძანების საფუძველზე შემოწმდა ქვედა ნამახვანი ჰესის პროექტის მიზნებისათვის მიმდინარე სამუშაოები და დაგინდა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი რიგის სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია გაცემული ნებართვის ფარგლებში».

პროექტისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია მოუწოდებს ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, თემის გაშუქებისას გაითვალისწინოს საპროექტო კომპანია, როგორც მხარე და კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს მის პრეს-ცენტრს», - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

პროექტის შესახებ: ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. მისი ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). იგი ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge