მაიკ პომპეოს და პატრიარქის შეხვედრის თემა რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერა იყო - საელჩო
- პოლიტიკა
- 18.11.2020
- 13:02
აშშ-ს საელჩო სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით."
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. 18 ნოემბერს მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. ასევე შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.