მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 19.11.2020
- 09:18
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა საერთო ჯამში 56 051 621-ს შეადგენს, გარდაიცვალა 1 345 639 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 35,9 მილიონზე მეტი ინფიცირებული.