აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 19.11.2020
- 09:26
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში პანდემიის დაწყებიდან გარდაიცვალა 250 029 ადამიანი. ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 11 485 176-ს. გამოჯანმრთელდა 4 293 816 ადამიანი.