png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პროკურატურამ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

  • სამართალი
  • 20.01.2016
  • 15:49
პროკურატურამ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) თანამშრომლებთანერთად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერსამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერი დავითხუსკივაძე, ბრიგადის მენეჯერები: გრიგოლ გელხვიიძე, ვარლამ ბარამაძე, ავთანდილ ლომინაშვილი და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი ივანე სარალიძე დააკავა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „გ" და „დ" და მე-3ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „მცირემიწიან ფერმერთა  საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისპროექტის"  ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 100% -იანი წილითდაფუძნებული შპს „მექანიზატორის" ოპერატორებს, ევალებოდათ ხვნის ბარათების საფუძველზე ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდდაემუშავებინათ, ხოლო ასეთი ბარათის არქონის შემთხვევაში ფერმერსა და შპს „მექანიზატორს" შორის უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება,რომლის მიხედვითაც  ფერმერისთვის მომსახურების გაწევა  შპს „მექანიზატორის" საბანკო ანგარიშზე სამუშაოს საფასურის შეტანის შემდეგ უნდამომხდარიყო. მიუხედავად ამისა წინასწარ შემუშავებული სქემის თანახმად, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის დავით ხუსკივაძის  და ბრიგადისმენეჯერების: ვარლამ ბარამაძის, ავთანდილ ლომინაშვილისა და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერის ივანე სარალიძის დავალებით,  შპს„მექანიზატორის" ოპერატორები, ამავე საწარმოს ტექნიკით ფერმერებს ხვნის ბარათებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უსრულებდნენსხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ხოლო აღნიშნული სამუშაოებისთვის მიღებულ თანხას ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა,დ.ხუსკივაძე, ვ.ბარამაძე, ა.ლომინაშვილი და ი.სარალიძე იღებდნენ ხელზე  და   ინაწილებდნენ.

აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით შპს „მექანიზატორის" ზესტაფონის სერვისცენტრის თანამშრომლებმა 2014 წლის განმავლობაში  საერთო ჯამშისახელმწიფოს მიაყენეს დიდი ოდენობით - 260 783,14  ლარის ზიანი.

გამოძიებით ასევე დადგიდა რომ,  იმავე პერიოდში,  მენეჯერმა დავით ხუსკივაძემ და ბრიგადის მენეჯერმა გრიგოლ გელხვიიძემ, ფერმერებისთვის მიწისნაკვეთების უსასყიდლოდ დასამუშავებლად  მიღებული 46 570 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითგაფლანგეს, რითაც სახელწიფოს მიადგა  დიდი ოდენობით ზიანი.

აღნიშნულ პირებს  წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „გ", „დ" და მე-3 ნაწილის „ა" და „ბ"ქვეპუნქტებით, რაც ოთხიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge