AstraZeneca კორონავირუსის ვაქცინის 3 მლრდ დოზის დამზადებას გეგმავს
- მსოფლიო
- 23.11.2020
- 23:01
ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად კორონავირუსის ვაქცინის 3 მლრდ დოზის დამზადებას გგემავს, რომელიც მთელ მსოფლიოშ ხელმისაწვდომი მომავალი წლის ბოლოსთვის იქნება.
„AstraZeneca-თან თანამშრომლობის შედეგად ვიმედოვნებთ ვაქცინის 3 მლრდ დოზის დამზადებას და მთელ მსოფლიოში ადამინებისთვის მომავალი წლის ბოლოსთვის მიწოდებას“- ნათქვამია ოქსფორდის უნივერსიტეტის Twitter.- ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ორშაბათს მეცნიერებმა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნეს. ოქსფორდის ვაქცინა ChAdOx1 nCoV-19 დამზადებულია ადენოვირუსის საფუძველზე.
სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინა 70%-ით ეფექტიანია.
ცოტა ხნის წინ ფარმაცევტულმა კომპანიებმა Pfizer-მა და Moderna-მა განაცხადეს, რომ მათმა ვაქცინამ 95%-იანი ეფქტიანობა აჩვენა.