არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა
- მსოფლიო
- 25.11.2020
- 22:07
არგენტინის ხელისუფლების გადანწყვეტილებით, ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
30 ოქტომბერს მარადონა სამედიცინო შემოწმებისთვის ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა.
12 ნოემბერს მარადონა კლინიკიდან გაწერეს და რეაბილიტაციის კურსს საკუთარ სახლში გადიოდა.