primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან

  • საზოგადოება
  • 28.11.2020
  • 12:09
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან

"იზოლაციისა და კარანტინის შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს 09:00-იდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან.

ამ დრომდე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ. რაც შეეხება იმ სერვისებს, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ - დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ შაბათ-კვირას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გასცემს.

ფილიალებში მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გაგრძელდება. შესაბამისად, იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი პორტალ MY.GOV.GE-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. მომსახურების მისაღებად მისული პირი შენობებში მხოლოდ პირბადით დაიშვება.

იუსტიციის სახლის სერვისების დიდი უმრავლესობა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმისა და მასშტაბური სამუშაოების შედეგია. ელექტრონულად სერვისების მიღება მოქალაქეებს სერვისების ერთიან პორტალზე - MY.GOV.GE - შეუძლიათ.

MY.GOV.GE მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს მისთვის საჭირო 200-ზე მეტი სერვისით, ონლაინ რეჟიმში, შინიდან გაუსვლელად. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია, აწარმოოს მიმოწერა საჯარო უწყებასთან, დაარეგისტრიროს უძრავ ქონება ნასყიდობის, ჩუქების ან სხვა გარიგების საფუძველზე, განაახლოს ამონაწერი, დაარეგისტრიროს მეწარმე სუბიექტი, გახდეს მესაკუთრე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში და სხვა; ასევე, დისტანციურადაა შესაძლებელი ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმება, ახალ მისამართზე რეგისტრაცია, განაცხადის გაკეთება დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებზე, აგრეთვე, განმეორებით ბიომეტრიულ პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე. მზა დოკუმენტების კი მომხმარებელი ფოსტით მიიღებს.

MY.GOV.GE-ს საშუალებით შესაძლებელია, აგრეთვე, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისით სარგებლობა, საარქივო ცნობების გამოთხოვა და იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვა, 200-ზე მეტი ონლაინ სერვისის მიღება. დისტანციური სერვისების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე, ლინკზე - https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge