ავღანეთში, სამხედრო ბაზასთან აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 29.11.2020
- 12:02
ავღანეთის ქალაქ ღაზნიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ავღანეთის შეიარაღებული ძალების ბაზასთან მოხდა. იუწყება სააგენტო Ariana News-ი.
გავრცელებული ცნობით, დაშავდა 20 ადამიანი. არსებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა უმტესობა სამხედრო პირია.
დამატებითი ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება.