png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნატო-მ უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში - იენს სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 30.11.2020
  • 18:25
ნატო-მ უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ალიანსის წარმომადგენლობის შესახებ ოთხშაბათს ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელებენ.

„შავი ზღვის რეგიონი ნატო-სა და ყველა მისი წევრისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამ რეგიონში ჩვენს ორივე პარტნიორთან - საქართველოსა და უკრაინასთან, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ  ნატო-მ უნდა გააძლიეიროს შავი ზღვის რეგიონში თავისი წარმომადგენლობა.

გენერალურმა მდივანმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსირებულ  ყირიმში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოვებაზე.

„ჩვენ უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში, რადგან ვნახეთ, რომ რუსეთმა შელახა ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. რუსეთმა მოახდინა ყირიმის არალეგალური ანექსია და რუსეთის ჯარი წარმოდგენილია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული საქართველოს ნაწილად. ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოვებას, სულ მცირე ყირიმში მაინც. ამიტომ ნატო-მ უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა რეგიონში. ამ საკითხზე გვექნება საუბარი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ოთხშაბათს“, – განცხადა ალიანსის გენერლაურმა მდივანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge